მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა არტილერისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

​საქართველოს პრეზიდენტმა არტილერისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

ძვირფასო არტილერისტებო, რიგითებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - არტილერისტის დღეს!
 
დღეს გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების პირობებში ჩვენ მოვალენი ვართ გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩვენი სამშობლოს ერთიანობა კვლავ თითოეული ჩვენგანის უზენაესი მიზანია, საქართველო კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას აღიარებს.
 
საქართველოს მოქალაქეების სახელით მადლობას გიხდით ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავდადებული  სამსახურისათვის, რაც თქვენ არაერთხელ საქმით დამტკიცეთ.
 
Add to Twitter Add to Facebook