მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო- ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი წარუდგინა

​საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო- ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და წესით, დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და თავმჯდომარის სამი კანდიდატურა წარუდგინა.
წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.
Add to Twitter Add to Facebook