მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირ

​საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

კარლ ჰარცელმა პრეზიდენტთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. "ძალიან სასიამოვნო იყო პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ჩვენ განვიხილეთ როგორც პოლიტიკური ასპექტები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტი, ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგადი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განსავითარებლად.

საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
Add to Twitter Add to Facebook