მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანი მიიღო

​საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.
 
შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმისა და საოკუპაციო რეჟიმების მიერ რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების შესახებ.
 
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ასევე გაერო-ს მიერ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს. აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ სახელმწიფოებრიობის 25 წლის განმავლობაში მიაღწია.
 
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე და კახა კოჟორიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
Add to Twitter Add to Facebook