მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა

​საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა

შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს ხვალ გადაეგზავნება.
 
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
 
„დღეს პრემიერმინისტრთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.
Add to Twitter Add to Facebook