მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა სპორტული კომპლექსი „მინსკ არენა“ მოინახულა

​საქართველოს პრეზიდენტმა სპორტული კომპლექსი „მინსკ არენა“ მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიებების ფარგლებში მრავალფუნქციურ კულტურულ-სპორტულ კომპლექსს „მინსკ არენა“ ესტუმრა.
გიორგი მარგველაშვილს სპორტული კომპლექსის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა კომპლექსის დირექტორმა ნიკოლაი ანანიევმა პირადად დაათვალიერებინა და ცენტრის საქმიანობა გააცნო.
აღინიშნა, რომ ქართული მხარისათვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია სპორტკომპლექსის „მინსკ არენა“ გამოცდილების გაზიარება ბაკურიანის კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრების თვალსაზრისით.
"საქართველოში იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ბაკურიანი არის ის კურორტი, რომელიც ზამთარსა და ზაფხულშია დატვირთული, ხოლო ჩვენი მიზანია, რომ მისი დატვირთვა მოხდეს წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
Add to Twitter Add to Facebook