მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული ქვეყნის მოსახლეობას მცხეთიდან მიულოცა

​საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული ქვეყნის მოსახლეობას მცხეთიდან მიულოცა


​ სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. ,,მინდა სრულიად საქართველოს მოვულოცო დღევანდელი დღე - სვეტიცხოვლობა! ეს ერთ-ერთი ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაულია. დღეს აქ ვართ, რადგან ამ ქრისტიანულ დღესასწაულს ძალიან დიდი მადლი აქვს და მინდა მოგილოცოთ ყველას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook