მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს რომის პაპი სექტემბერში ეწვევა

​საქართველოს რომის პაპი სექტემბერში ეწვევა

მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა.
 
"უპირველეს ყოვლისა, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც როგორც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოში მოწვევა ასევე  გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას.
 
აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით.
 
გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში“, - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
 
მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.
 
 
Add to Twitter Add to Facebook