მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   1 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველ

1 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ხვალ, 1 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში, მხოლოდ ერთი დღით მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის "ROMA" დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ფერწერული ტილოები.
 
გამოფენაზე დასწრება მსურველებს ორბელიანების სასახლეში ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ შეეძლებათ - მათ ელექტრონულ ფოსტაზე info@president.gov.ge პირადი მონაცემები უნდა გააგზავნონ.
 
ორბელიანების სასახლე ღია იქნება სტუმრებისათვის 1 აგვისტოს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
 
გასათვალისწინებელია, რომ გამოფენა იმართება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით.
 
გამოფენა სასახლეში 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
 
გამოფენის შესახებ:
 
სერია "ROMA" 14 ფერწერულ ტილოს აერთიანებს. მხატვრის ხედვის რაკურსი რომის და ვატიკანის ნაცნობი ქუჩების და არქიტექტურისკენაა მიმართული. წარმოდგენილ ნამუშევრებში საკუთარ დიდებასთან მარტოობაში დარჩენილ ტაძრებს, მოედნებს, ხიდებს და შადრევნებს ვხვდებით.
 
მხატვრისთვის სერიაზე მუშაობის ინსპირაციის წყარო წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე პაპი ფრანცისკეს მიერ აღვლენილი საგანგებო ლოცვის ამსახველი კადრები გახდა. სერიის პირველი ნამუშევარიც სწორედ ამ ისტორიულ მომენტს ასახავს.
Add to Twitter Add to Facebook