მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე პრეზიდენტის სასახლეში

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა ბავშვებთან ერთად გასართობ თამაშში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს რუკის ფაზლი ააწყო.
,,მე, როგორც პრეზიდენტი, დღეს ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება ეს სასახლე გამეხსნა ამ ბავშვებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ აქ შემოსვლა და დათვალიერება, გაძლიერებოდათ იმის შეგრძნება, რომ ეს სასახლე, ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო არის მათი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუტიზმი ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ამ გამოწვევაზე ერთი პასუხი არსებობს და ეს პასუხი არის ინკლუზიურობა.
 
Add to Twitter Add to Facebook