მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი შტეფან შტაინლაინი, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იოჰანეს კარსი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი თომას ბაგერი, პოლიტიკური დირექტორი იენს პლიოტნერი, პრეზიდენტის პირადი ბიუროს ხელმძღვანელი დიორთე დინგერი, პრეზიდენტის სპიკერის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსი ნატალი კაუთერი ესთერ ულეერი.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს საქართველოს დელეგაცია წარუდგინა: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

Add to Twitter Add to Facebook