მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი : ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება

გიორგი მარგველაშვილი : ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 25 თებერვალს, 1921 წელს კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
„95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ კი ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ჩვენ ყველა ერთად მოვიგებთ“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
ქვეყნის პირველ პირთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიაგეს.
 
Add to Twitter Add to Facebook