მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი: ნოე ჟორდანიას ხსოვნისადმი პატივის მიგებით ჩვენ პატივს მივაგებთ დამოუკიდებლობის

გიორგი მარგველაშვილი: ნოე ჟორდანიას ხსოვნისადმი პატივის მიგებით ჩვენ პატივს მივაგებთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებს

„დღეს ნოე ჟორდანიას, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დაბადების დღეა.
 
ამ რთული ბიოგრაფიის ადამიანს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდში მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა. მისი ხსოვნისადმი პატივის მიგებით ჩვენ პატივს მივაგებთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს სწრაფვას ევროპული მომავლისაკენ, იმ ადამიანთა თავგანწირვას, ვინც საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდა ქართველთა ყველაზე სანუკვარ ოცნებას თავისუფლებაზე,“ -აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
Add to Twitter Add to Facebook