მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტ აფგან მუხთარლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტ აფგან მუხთარლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადება აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია, რადგან, საქართველოს ტერიტორიიდან - ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან, თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა კიდევ ერთხელ, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა, გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ერთდროულად თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა, რამდენიმე თვალსაზრისით - პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც მედიის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში.
„ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახლემწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახლემწიფოებრიობის დაცვის საკითხია'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დკავშირებით.

Add to Twitter Add to Facebook