მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა

გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
ცერემონიას ესწრებოდნენ: პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
Add to Twitter Add to Facebook