მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ოფიციალური ვახშამი

ოფიციალური ვახშამი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, პოლონეთის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
 
სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ქართველი და პოლონელი ხალხის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.
 
პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სწრაფი ინტეგრაცია უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ ხალხს და პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს გვერდში დგომისა და ერთგულებისათვის.
,,ჩვენს ხალხებს აერთიანებს ის, რომ ორივე ერმა იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ბრძოლის ფასი. ჩვენ გვაერთიანებს ქრისტიანული ფესვები, რომელიც ასევე ევროპული ფესვებიცაა.
ეს ღირებულებები და ფასეულობები არ ისწავლება. ეს ღრმადაა ჩანერგილი ჩვენს კულტურასა და ერის იდენტობაში.
ამ ღირებულებებით მოვდივართ ჩვენც და პოლონელი ხალხიც", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ყველა იმ პოლონელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის როლი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.



 
 
 
Add to Twitter Add to Facebook