მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი ახალგაზრდა, ქართველი, ქველმოქმედი ემიგრანტის პატრონაჟის ქვეშ მყოფ სათნოების სახლს ესტუმრა

პრეზიდენტი ახალგაზრდა, ქართველი, ქველმოქმედი ემიგრანტის პატრონაჟის ქვეშ მყოფ სათნოების სახლს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში ბროწლიანის სათნოების სახლს ესტუმრა, რომელსაც 15 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი და ქველმოქმედი გიორგი ვანკო უწევს პატრონაჟს.

 

გიორგი ვანკო ამსტერდამის საერთაშორისო სკოლაში სწავლობს, რომელმაც იგი უკვე მეორედ
დააჯილდოვა ქველმოქმედებისთვის.
ახალგაზრდა ქველმოქმედმა სკოლის თანადგომით წელიწადნახევარში 22 ათასი ევრო შეაგროვა, რითაც მიმდინარე ზაფხულს ბროწლიანის სათნოების სახლის განვითარების მესამე ეტაპს განახორციელებს. ეს კი საშუალებას მისცემს სათნოების სახლს 26 ბენეფიციართან ერთად, კიდევ 20 ბენეფიციარს მოუაროს.

საქველმოქმედო შემოწირულობით სახურავის შეცვლის შემდეგ დამონტაჟდება მზის პანელები, რითაც დაიზოგება ელექტროენერგიის ხარჯი.

Add to Twitter Add to Facebook