მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი ბარბარე შარვაშიძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

პრეზიდენტი ბარბარე შარვაშიძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწერალთა სახლში ბარბარე (ბაბო) შარვაშიძის წიგნის „მემუარები“ პრეზენტაციას დაესწრო.

ბარბარე (ბაბო) შარვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილია, რომელიც
უშთამომავლოდ და უსამშობლოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში და თავისი მოგონებების ხელნაწერი დაუტოვა მოხუც მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, მისთვის ყოველთვის საინტერესოა მემუარების ჟანრის წიგნები, მით უფრო, თუ ის ეხება ძალიან საინტერესო ეპოქასა და იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელმაც სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა.

,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მემუარებში აღწერილი ისტორია, ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორიაა, რომელიც ჩვენი ერთობლივი მომავლის საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მემუარები ინგლისურიდან თარგმნა და კომენტრები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ.

როგორც მემუარების წინასიტყვაობის ავტორი ნინო ხოფერია წერს, წიგნი წარსულის მოვლენათა შეფასების მცდელობაა და უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, მემუარები ერთგვარი ილუსტრაციაც შეიძლება გახდეს ურთულესი, გარდამავალი ეპოქის რეალიების გაცოცხლებისათვის, თუნდაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნიუანსების ახსნისათვის.
Add to Twitter Add to Facebook