მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს პატრონაჟს გაუწევს

პრეზიდენტი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს პატრონაჟს გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ხელოვნების სასახლეს პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

მემორანდუმს ხელი დღეს ხელოვნების სასახლეში მოეწერა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მშენებლობისა და გაძლიერებისათვის კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ის ჩვენი საზოგადოების საზრდოს წარმოადგენს.
,,თეატრი, კინო, მუსიკა და ქორეოგრაფია ქართული სულია. მასში დევს ჩვენი კულტურული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, არ არის კარგად შენარჩუნებული.მაგალითად, თაეტრის შემოქმედებითი არქივი გამქრალია, მაგრამ კინომემკვიდრეობა არსებობს და მიმდინარეობს მისი ციფრულ ფორმატზე გადაყვანა. ამ მუზეუმში დევს ამ მემკვიდრეობის ძალიან დიდი ნაწილი.ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოთ ეს, მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და გავაცნოთ ტურისტებს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

Add to Twitter Add to Facebook