მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი თიანეთში დოჯურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

პრეზიდენტი თიანეთში დოჯურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

პრეზიდენტი თიანეთში დოჯურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია 
 

თიანეთში დოჯურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო" ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესის გაეცნო.
 

დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი უკვე 5 წელია რაც მიენიჭა, მსოფლიოში სწორედ მისი დამზადების ტექნოლოგიის უნიკალურობის გამო.
 

როგორც პრეზიდენტს მეწარმე ეკა დოჯურიშვილმა განუცხადა, არსებობს სხვადასხვა წარმოშობისა და ტიპის დაობებული ყველი, მაგრამ დამბალხაჭოს ძირი ხაჭოსია, სწორედ ამით განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის პროდუქციისაგან. დოჯურიშვილების ოჯახმა პროდუქტის წარმოება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო და დღეს უკვე წარმოების გაფართოებას და აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავენ, რათა დამბალხაჭოს წარმოების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლონ.
 

მეწარმეებმა პრეზიდენტს მომზადების პროცესის გააცნეს, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება და საკმაოდ შრომატევადია: მჟავე რძისგან იდღვიბება კარაქი, კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოსგან კეთდება ხაჭო, რომელიც იწურება, იზილება მარილში და კეთდება გუნდებად, შრება 7-12 დღის განმავლობაში, გასაშრობად ეწყობა თიხის, ან ემალის ჭურჭელში.

მის დავარგებას თვენახევარი სჭირდება. იკეთებს ობს, გარედან კი ყავისფერ კანს. ეკა დოჯურიშვილის თქმით, ბოლო წლებში ძალიან დიდი დაინტერესებაა ამ პროდუქტის მიმართ. მოთხოვნა ბაზარზე 2016 წლის შემდეგ 3 -ჯერაა გაზრდილი, ამიტომ წარმოებას დიდი პექსპექტივა გააჩნია.

Add to Twitter Add to Facebook