მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა საქართველ

პრეზიდენტი უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

პრეზიდენტი უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ბათუმის 16-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის პროცესში მეგობარი, ევროპელი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.

​დაისახა ეკონომიკური ურთიერთობების ახალი მიმართულებები და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრებზე აღნიშნა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Add to Twitter Add to Facebook