მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა, დაწინაურდა და დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. 

პრეზიდენტს ასევე ახალი მრჩეველი ეყოლება, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად კახა კოჟორიძე დაინიშნა.
" მიხარია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერდება ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, როგორიც არის ბატონი კახაბერ კოჟორიძე. ბატონ კახას აქვს ძალიან შთამბეჭდავი მოღვაწეობა განხორციელებული როგორც იურისტს, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სამოქალაქო სექტორში. მივესალმები მის ჩართვას პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით და მის აქ მოღვაწეობას.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ბატონი გიორგი აბაშიშვილის ძალიან ნაყოფიერ მუშაობას ადმინისტრაციაში. დღეს ის დაინიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. მისი მოღვაწეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკური მრჩევლის სწორედ იმ მომენტებში, როდესაც ყალიბდებოდა ახალი კონსტიტუციით ახალი ტიპის  პრეზიდენტის ინსტიტუტი.

მე მას მადლობა მინდა გადავუხადო ნაყოფიერი  მუშაობისთვის და ვუსურვო წარმატება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც მათ მე მომცეს ამ შემთხვევაში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და  ახალი გამოწვევა ვემსახურო უმნისვნელოვანეს ინსტიტუტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ახლა  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დავიკავებ, დამემატება ადმინისტრაციული საკითხები, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განვაგრძობ იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის საქმიანობას და იმ ანალიტიკურ კვლევით სამუშაოებს საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ საკითხებში ინფორმირებულობისათვის“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს სახწელმწოფოს მეთაურის მრჩეველი ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების მიმართულებით, ეს არის ის თემები, რომლებზეც მე რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და შესაბამისად ამ თემებზე მომიწევს აქ მუშაობის გაგრძელება. მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მე მომიწია პრეზიდენტთან და მის გუნდთან რამდენჯერმე შეხვედრა სხვადასხვა საკითხების გამო და მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ საკითხზე რაც ეხება მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს ჩვენ პრაქტიკულად ბევრ საკითხზე გვქონდა საერთო ხედვები და ღირებულებები, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული.“-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

Add to Twitter Add to Facebook