მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გახსნა

პრეზიდენტმა ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტი, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში, ძალოსანთა საქართველოს ნაკრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის დიდი პატივია ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის - „ბათუმი 2019-ის“ მასპინძლობა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ძალოსნობის სპორტულ სახეობაში, და არა მხოლოდ ამ სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა მოიპოვა.

,,ეს დიდი დღეა საქართველოსათვის. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ნდობის მოპოვება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაა, რომლებსაც მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაწყება და წარმატება ვუსურვო ჩემპიონატის მონაწილე ყველა სპორტსმენს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ქალი სპორტსმენის, თათია ლორთქიფანიძის საკითხსაც შეეხო.

,,მე, როგორც ქალი პრეზიდენტი, არ შემიძლია არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო,ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში და იმედი მაქვს, რომ ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Add to Twitter Add to Facebook