მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

პრეზიდენტმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ენისა და სიმღერების შემსწავლელი კურსის“ მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა.

პროექტის ხელმძღვანელმა ისტორიკოსმა ზვიად ტომარაძემ პრეზიდენტს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პროექტი უკვე მეოთხე წელია მომდინარეობს და თუმცა გასულ წლებში ფერეიდნელი ახალგაზრდები ქართულ ენას, სიმღერას, ცეკვას, ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას, ქართული კერძების მომზადებას ეუფლებოდნენ, წელს კი მხოლოდ ქართულ ენასა და ქართულ სიმღერას სწავლობენ.

ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სასახლის ისტორიულ ნაწილში გამართულ შეხვედრაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
Add to Twitter Add to Facebook