მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურისტული

პრეზიდენტმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვიდეოზარის საშუალებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს ესაუბრა.
 
როგორც საუბრისას აღინიშნა, ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადება და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რათა საქართველომ კრიზისის შემდეგ ტურისტული პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს. 
 
ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ის კონკრეტული გეგმები გააცნო, რაზეც ამ ეტაპზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს არსებული სირთულეების დასაძლევად და ტურიზმის სტრატეგიული მიმართულებების მხარდასაჭერად.
 
Add to Twitter Add to Facebook