მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს 70 წლის

პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს 70 წლის იუბილე და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან და შეიხ-ულ -ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც ადრესატს 14 ნოემბერს ბაქოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილი ფართო საზოგადოების წინაშე გააცნეს.

საქართველოს პრეზიდენტის წერილში საუბარია შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს განსაკუთრებულ როლზე მის ქვეყნაში სარწმუნოების გამტკიცების საქმეში.

“ქართველები და აზერბაიჯანელები განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის ერები ვართ, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, ახლო მეგობრობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში მე ყოველთვის ვხედავ თქვენსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად როლს. მჯერა, რომ ეს მეგობრობა არასდროს შეიბღალება, გავუფრთხილდებით მას და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ რეგიონს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე და განვითარება", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიწერილ მილოცვაში.
Add to Twitter Add to Facebook