მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა

პრეზიდენტმა მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა, სადაც საზეიმო წირვას დაესწრო. ,,წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, პრეზიდენტი მსვლელობას შეუერთდა, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.
Add to Twitter Add to Facebook