მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ისრაელის

პრეზიდენტმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ისრაელის მოქალაქეები დააჯილდოვა

​საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ისრაელის სახელმწიფოს რამდენიმე მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია მუზეუმში "სიონის მეგობრები" გაიმართა.
 
პრეზიდენტმა რივა ბაბალიკაშვილი- ჩერნოვა ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა.
 
თინა შიმშილაშვილი - ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, საქართველოსათვის გაწეული ჰუმანიტარული საქმიანობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისათვის; ხოლო ლეა ბარდანი და პნინა ბათცვი ლიპმანი - ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.
Add to Twitter Add to Facebook