მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   "სახელმწიფო და ადგილობეივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" ფორუმი

"სახელმწიფო და ადგილობეივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" ფორუმი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გახსნა.
 
ფორუმზე დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში, რეგიონული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.
 
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და რამდენიმე საკითხი გამოყო, რომლის გადაწყვეტა საქართველოს რეგიონების გაძლიერებითა და განვითარებითაა შესაძლებელი.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონი უნიკალურია და თითოეულს განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია. ,,ჩვენ ვდგავართ ოქროზე, მაგრამ ჯერ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ის და ბოლომდე არ არის ათვისებული ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველოს რეგიონები ჰქვია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე აღნიშნა, საქართველოს მომავალი მისი რეგიონების განვითარებაშია. რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა, ემიგრაციის ტალღის შენელება, ტურიზმის ახალი და სხვადასხვა მიმარულებების განვითარება და გარემოს დაცვა. 
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონების საკითხის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზა სწორედ რეგიონების განვითარებაზე გადის. ყველაფერი ეს თეორიულად ვიცით, მაგრამ პოლიტიკაში არ არის გადატანილი. მისი თქმით, დღევანდელი და მსგავსი კონფერენციების მიზანია ჩამოყალიბდეს ის პოლიტიკა, რომელიც გარკვეულ ვადაში მიგვიყვანს რეგიონების რეალურ განვითარებამდე.
 
პრეზიდენტის განცხადებით, ემიგრაციის პრობლემის გადაწყვეტა და ამ ტალღის შენელებაც რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული. ემიგრაციის ტალღა, რომელიც ჯერ არ და ვერ შეჩარდა, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რომ რეგიონებში დასაქმების პრობლემაა და რომლის გადაჭრაც ადგილზე დააკავებდა ახალგაზრდებს.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე აღნიშნა, საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა სწორედ რეგიონებია, მაგრამ არა მხოლოდ მასობრივი ტურიზმის მიმარულებით. საქართველოს ყველა რეგიონს საკუთარი განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები აქვს. ბოლო 15 წლის განმავლობში, ქვეყანა განვითარდა, მაგრამ საჭიროა, შევიმუშაოთ რეგიონებში ტურიზმის განვითარების პოლიტიკა, რათა ვიცოდეთ რა მიმართულებების განვითარებაა საჭირო. დღეს მსოფლიოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულება ძალიან პოპულარულია და ეს მიმართულებები საქართველოშიც უნდა განვითარდეს. მას ქართულ ღვინის მსგავსი ბრენდინგი სჭირდება. 
 
პრეზიდენტის განცხადებით, შესაბამისი მიმარულებების განვითარებისა და პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია თვითმმართველობების ხედვა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.
Add to Twitter Add to Facebook