მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსზე კანდიდატურების წარდგენის პროცესი მიმ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსზე კანდიდატურების წარდგენის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N25/06/01 განკარგულებით 25 ივნისს გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია 10 დღის ვადაში, 8 ივლისის ჩათვლით.

კონკურსის პირობები და კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები დეტალურად განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის 25/06/01 განკარგულებით. 

 

იხილეთ ლინკი - https://www.president.gov.ge/geo/sajaro-informacia/samartlebrivi-aqtebi/saqartvelos-prezidentis-gankarguleba-N-25-06-01.aspx

Add to Twitter Add to Facebook