მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიელ კოლეგას ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიელ კოლეგას ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი ირლანდიის პრეზიდენტს, მის აღმატებულება მაიკლ ჰიგინსს წმინდა პატრიკის დღეს ულოცავს:
 
„თქვენო აღმატებულებავ,
 
მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ წმინდა პატრიკის დღე.
 
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
 
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი ირლანდიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის  ოფიციალურ წერილში.
Add to Twitter Add to Facebook