მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა

კანდიდატებთან შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი ორ ეტაპად გამართავს და მეორე შეხვედრა კანდიდატების ნაწილთან 20 ივლისს შედგება.
 
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 -მა პირმა გამოთქვა. 
 
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. 
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღებს.
Add to Twitter Add to Facebook