მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაეს

საქართველოს პრეზიდენტი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო

 

უმაღლესი დონის ფორუმზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი 53 ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები და მინისტრები გლობალური ჯანდაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე მსჯელობენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა სესიის უშუალო მიმდინარეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის გლობალური პროცესის კოფასილიტაციის საკითხზე. შეხვედრისას განიხილეს ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის კანდიდატებს შორის საქართველოს კანდიდატი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ნატა მენაბდეც მონაწილეობს.

,,საქართველოს ძლიერი კანდიდატი ჰყავს ნატა მენაბდის სახით. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნად ითვლება ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადჰანონ ტედრუსი, ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი და დანიის სამეფოს პრინცესა მერი.

Add to Twitter Add to Facebook