მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შეხვდა

 

შეხვედრისას ბულგარეთს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო პარტნიორი ქვეყანაა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და არსებულ საფრთხეებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

საქართველო ბულგარეთთან აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ბულგარეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის, ესტონეთის პრეზიდენტებთან და ბელგიის პრემიერმინისტრთან.
პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში".

Add to Twitter Add to Facebook