მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.

პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა, საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. "დიდი მადლობა ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახს მასპინძლობისთვის სოფელ შემოქმედში! მინდა სრულიად საქართველოს გურიიდან მოგილოცოთ კალანდობა!
 
მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ.
 
კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს და სხვა მხარეების ძლიერი ტრადიციები, მათი ერთიანობა, ქმნის საქართველოს!"

პრეზიდენტთან ერთად ჩხატარაშვილების ოჯახს კალანდობა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.
Add to Twitter Add to Facebook