მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს ეწვია, რომელიც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით აშენდა.
 

სალომე ზურაბიშვილი თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ კომპლექსში, რომელიც საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სპორტულ მუზეუმსა და ბიბლიოთეკას აერთიანებს, ქართველ სპორტსმენებს შეხვდა.

ოზურგეთის ოლიმპიური სახლი, 2016 წელს გაიხსნა და მას შემდეგ რეგიონში მთავარ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს წარმოადგენს.
 

ოზურგეთის ოლიმპიური სახლი კულტურულ და საქველმოქმედო ფუნქციასაც ითავსებს. აღსანიშნავია, რომ პირველ დეკემბერს ოლიმპიური სახლი ანიტას დასახმარებლად ოზურგეთის დრამატულ თეატრთან ერთად გაერთიანდა.

Add to Twitter Add to Facebook