მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს ბელარუსს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს ბელარუსს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს.

დაგეგმილია ასევე, პრეზიდენტის სტუმრობა ევროპული თამაშების ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე, საქართველოს 61 სპორტსმენი ევროპული თამაშების პერიოდში იცხოვრებს.

მინსკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ბელარუსის ეროვნული კრებისა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან.  

სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია.

საქართველოს პრეზიდენტს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში წითელი ფიანდაზით და საპატიო ყარაულით დახვდნენ ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი იგორ ლიაშენკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი დაპკიუნასი, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი.
Add to Twitter Add to Facebook