მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალის გაიხსნის ცერემონიას დ

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალის გაიხსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალის გაიხსნის ცერემონიას დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილმა მემორიალის გახსნას, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის უდიდესი საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქვეყანა, ძლიერი მეხსიერების გარეშე წარმოუდგენელია. ,,არ შეიძლება, არ მიხაროდეს ამ მემორიალის გახსნა.

მე თავს ვგრძნობ, როგორც იმ ემიგრაციის შვილი. ეს არის ხსოვნის ძეგლი, რომელიც მართლაც, დიდი ხნის წინ უნდა გახსნილიყო, თუმცა კარგია რომ დღეს დაიდგა, რადგან ძლიერი ქვეყანა, ძლიერი მეხსიერების გარეშე არ შეიძლება იყოს. ეს ძეგლი გვასწავლის, რომ შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა აზროვნებისა და რჯულის ადამიანები იყვნენ ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებულნი, და ის ადამიანები, რომელთა ხსოვნასაც ეძღვნება ეს მემორიალი, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ერთიანი იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მიზნისაკენ სწრაფვაში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით აღიმართა.

მემორიალის გახსნას საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Add to Twitter Add to Facebook