მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სოფელ სნოში სასტუმროს გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ სნოში სასტუმროს გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან და პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს "სნო" გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
სასტუმრო ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდება.
დღესვე ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. ოთხტომეული პატრიარქის პირად მიმოწერას აერთიანებს.
ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.
"თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook