მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ

შტაბთან: თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროს, გენერალ ზაზა ჩხაიძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძესთან.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათ გაძლიერებას და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს. დაიგეგმა ერთობლივი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები.
Add to Twitter Add to Facebook