მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი - ყველამ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რომლებზეც დამოკი

საქართველოს პრეზიდენტი - ყველამ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რომლებზეც დამოკიდებულია სახელმწიფო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსამართლეების მიერ ფიცის დადება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
 
"სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გარეთ დგანან, არ ესმით, რომ როცა შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის შეურაცხყოფაა და არა კონკრეტული პიროვნებების.
 
მე მგონი, რომ ამის შეგნება არის ის, რაც უნდა გავიგოთ, როცა ჩვენ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ. სახელმწიფო ამ  ინსტიტუტებზეა დამოკიდებული და ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები და არა დავაკნინოთ ისინი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook