მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუს

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო.
 
სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ხელმძთვანელობას მობრძანებისათვის.
 
"ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ გმასპინძლობთ. მადლობა სტრასბურგის მერს, ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებისათვის, რომელსაც თან ახლდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიჯეის მუსიკა. როგორც იცით, თბილისი ასევე განთქმულია დიჯეებითა და მუსიკით. ქართველი მევიოლინე გიორგი ცაგარელის შესახებაც, დარმწუნებული ვარ, მომავალში ბევრს გაიგებთ. 
 
ჩვენ ახლა მოვუსმენთ მომღერალთა გუნდს “რუსთავი”. ჩვენი კულტურა ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია. ეს ჩვენი რბილი ძალაა. ის უფრო ეფექტური ხდება და ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას, რათა შემოვუერთდეთ ევროპას მანამ, სანამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. ჩვენი კულტურით ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ამ კულტურის ბევრ ასპექტს გაჩვენებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.
Add to Twitter Add to Facebook