მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამ

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ალექს აზარი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდა.

ალექს აზარმა, აშშ-ს სახელით, მსოფლიო საზოგადოებაში საქართველოს როლის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას ჯანდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
 

,,საქართველოს პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და განვიხილეთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაძლიერება, რათა საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნმა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ეპიდემიოლოგიის, C ჰეპატიტისა და დაავადებათა კონტროლის კუთხით, როგორც მიმდინარე ასევე, სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას.
პარლამენტარის თქმით, საქართველო აღიარებულია გლობალურ ლიდერად არა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცვის გაუმჯობესების კუთხით, არამედ მსოფლიოში პირველი პროექტით, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას ისახავს მიზნად. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანური მომსახურეობის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ალექს აზარი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, სადაც მომდევნო, მრავალწლიანი თანამშრომლობის პერსპექტივების შეთანხმება მოხდება.
 

მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი უახლოეს ხანებში შედგება და გაგრძელდება აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორც სამედიცინო სერვისების, ასევე დაავადებათა კონტროლის მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი მარიამ ჯაში, საქართველოს საგანგებო, სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში ქეთევან თათოშვილი.

Add to Twitter Add to Facebook