მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა

 სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

ფორუმს ფრანგული ბიზნეს სექტორის 700 ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე. 
 

პრეზიდენტმა მედეფის აუდიტორიის წინაშე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ყველა სფეროში მზადაა ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველები როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების, სპორტის და კულტურის სფეროში  “მეტი ევროპისთვის” არიან მზად. 
 

“საქართველოს მაგალითი მართლაც, რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე!’-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

“როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს.”-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს იმ ევროპულ ამბიციაზე, რომელსაც დღეს პრეზიდენტი მაკრონი ატარებს.” მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ: საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტის წარმატება.”-განაცხადა პრეზიდენტმა.
 

გასულ წლებში, მედეფ-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა ნიკოლა სარკოზიმ ემანუელ მაკრონმა.
პრეზიდენტის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ირლანდიის ვიცე-პრემიერმა მიმართა და დაეთანხმა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს ადგილი, მისი ნამდვილი სახლი ევროკაცშირშია. '‘ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით, ყველაფრით, რაც შეგვიძლია", - აღნიშნა მან.

Add to Twitter Add to Facebook