მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსელი ქველმოქმედი ფოტოს ფოტიადისი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით და

საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსელი ქველმოქმედი ფოტოს ფოტიადისი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისთვის, გარდაცვალების შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ფოტოს ფოტიადისი.
 
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა ფოტოს ფოტიადისის ქალიშვილს ილონა   ფოტიადისის გადასცა.
 
,,დღეს მინდა, ერთად გავიხსენოთ საქართველოს ერთგული კვიპროსელი მეგობარი, ბატონი ფოტოს ფოტიადისი - კვიპროსის დიდი პატრიოტი და დიდი ქველმოქმედი.
 
საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.
კვიპროსში საქართველოს საელჩოს დაარსებისთანავე ის იდგა ჩვენ გვერდით, გვეხმარებოდა ყოველმხრივ.
 
დაუვიწყარია მისი თანადგომა იმ კავშირების დამყარებაში, რაც მაშინ ძალიან სჭირდებოდა კვიპროსში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
 
ბატონ ფოტოს ფოტიადისს ძალიან უყვარდა საქართველო. ის რამდენჯერმე ესტუმრა ჩვენს ქვეყანას და იმდენად გულშემატკივრობდა მას, რომ თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა საკუთარი კონცეფცია ჩვენთან თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირების თაობაზე.
 
ფოტოს ფოტიადისმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საპატრირქოს უნივერსიტეტის - ქართული უნივერსიტეტის გაძლიერების საქმეში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook