მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ლევილის მამულში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით აღდგენილი ბიბლიოთეკა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევილის მამულში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით აღდგენილი ბიბლიოთეკა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართულ მამულში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით აღდგენილი ბიბლიოთეკა მოინახულა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ლევილის მამულში მდებარე ბიბლიოთეკის გარემონტება.
 
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ლევილში დაცული არქივით ბიბლიოთეკა მოაწყვეს - ამოარჩიეს, აღწერეს, მოახდინეს კლასიფიკაცია, დაიწყეს ელექტრონული კატალოგის წარმოება, მოახდინეს სკანირება.  საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გაგრძელდება ბიბლიოთეკის მოწესრიგება.
 
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ლევილში სტუმრობისას, დიასპორის წარმომადგენლებისგან რამდენიმე საინტერესო ინიციატივა გამოითქვა - ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების თარგმნასთან დაკავშირებით.
 
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც კი გამოიკვეთება ის ძირითადი სათარგმნი დოკუმენტაცია და ლიტერატურა, რომლის თარგმნაც სურთ ემიგრანტებს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, მოხდება დოკუმენტების ამ თარგმანების გამოცემა ქართულ ენაზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
Add to Twitter Add to Facebook