მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენ

საქართველოს პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს შეხვდა, რომელიც თბილისს ეუთოს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, დეზინფორმაციის გავლენებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციას, მედიის პლურალიზმის მხარდაჭერის, საზოგადოების პოლარიზაციის საკითხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობის თემებს.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.

Add to Twitter Add to Facebook