მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურის ოთხი თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურის ოთხი თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პროკურორების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პროკურატურის ოთხი თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა დღეს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა: საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, ნინო აღლემაშვილს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიები ნაწილის უფროსის მოადგილეს, რევაზ ბაღაშვილს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ოზურგეთის რაიონულ პროკურორს, ფრიდონ ქარცივაძეს.

Add to Twitter Add to Facebook