მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო დონის ეკონომისტებთან მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე კორონ

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო დონის ეკონომისტებთან მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის გავლენებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი მაღალი დონის საერთაშორისო ეკონომისტებთან ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის გავლენებსა და საქართველოს შესაძლებლობების განხილვებს განაგრძობს.
 
სალომე ზურაბიშვილი უკვე ესაუბრა მარტინ უოლფს, პასკალ ლამს, ლორენს ბუნს, ფრანსოა ბურგინიონს, ფრანსუა ბურგინიონს, ოლივიე ბლანშარს. დღეს კი სატელეფონო საუბარი შედგა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთან, ჟოსეფ სტიგლიტზთან.
 
მხარეებმა კორონავირუსით გამოწვეული ის ეფექტები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკაზე, რომელიც თავის მხრივ, მოქმედებს გლობალიზაციის მომავალზე. 
 
ამ ფონზე კი, საქართველოს პრეზიდენტმა უცხოური კომპანიებისათვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და შავი ზღვის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს სატრანსპორტო და სავაჭრო პოტენციალზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო გრძელვადიან მსოფლიო ცვლილებებს, კლიმატურ ცვლილებებს, საერთაშორისო სოლიდარობის საჭიროებასა და ასევე, საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების მნიშვნელობას.
Add to Twitter Add to Facebook