მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტს ეწვია და სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

პრეზიდენტს უნივერსიტეტში აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორმა იან მალიცკიმ და ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით პოლბაიამ უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტმა ლექციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდეnტმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დიდი და პოზიტიური როლი შეასრულა პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივამ, 10 წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში აღნიშნული მიღწევების შემდეგ, დღეს საქართველო ცდილობს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა განავითაროს და ევროკავშირის კონკრეტულ პროგრამებში ჩაერთოს - განათლების, კულტურისა, თუ სატრანსპორტო სექტორების მიმართულებებით. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ორიენტირებულია განვითარებაზე, რათა წარმატებით გაიაროს წევრობამდე დარჩენილი გზა.

​სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო - პოლონეთის განსაკუთრებულ, ორმხრივ ურთიერთობებზე და ვარშავის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებას კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწოდა. ლექციის შემდეგ სტუდენტებმა შეკითხვები დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტს, დაინტერესდნენ: საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით და როგორ ხედავს საქართველო კონფლიქტის გადაწყვეტის გზას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების იმედი აქვს.

Add to Twitter Add to Facebook